მთავარი

ასოციაცია დაარსდა რეზიდენტების ინიციატივითა და დიდი მონდომებით.

მისი მიზანია საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული ცოდნის შეძენა. ასოციაციის სახელად ავიღეთ მათი საყვარელი სამაგიდო სახელმძღვანელოს სათაური, რომელიც თავისი შინაარსით განიხილავს თითქმის ყველა სამედიცინო დარგს სისხლძარღვოვან ჭრილში.

ასოციაციის წევრებს აქვთ წვდომა ონლაინ ბიბლიოთეკასთან, სადაც ხელმისაწვდომია თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურა. ასევე დამყარდა კონტაქტი საერთაშორისო ახალგაზრდულ ქირურგიულ ასოციაციებთან და აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა კონფერენციებში, ტრენინგებსა და სემინარებში.

ვფიქრობ, კარგი წამოწყებაა. ვუსურვებ მათ წარმატებას და ჩვენს ქვეყანაში სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მეთოდების განვითარებაში წვლილის შეტანას.

კახა ქუნთელია